საინტერესი იყო ბლოგზე სასარგებლო ბმულების მიბმის პროცესი. გმადლობთ საინტერესო ტრენინგისთვის ბევრი საინტერესო რამ ვისწავლე, რომელსაც გამოვიყენებ გაკვეთილი რომ კიდე უფრო უკეთ დავგეგმო. დიდი სიხარულით გავივლი მსგავს ტრენინგს კიდე ერთხელ
Sunday, April 17, 2016
დღე მ ე რ ვ ე .
დღეს, ძირითადად საშინაო დავალების - შეფასების სისტემის; ვაგნერისა და ბლუმის მატრიცას-პრეზენტაციის შემდეგ
ვიმუშავეთ ტექნიკური მხარით: ქ-ნ გვაცას ეტაპობრივი მითითებებით შევქმენით
ბლოგი ,,ჩემი პორტფოლიო", შევქმენით ფეიჯებიც და ბევრი სხვა საინტერესო
რამ გავიგეთ - კომპიუტერის დახმარებით როგორ შეიძლება საინტერესო და შინაარსიანი
გავხადოთ გაკვეთილები, მოსწავლეებთან მუშაობა.
Saturday, April 16, 2016
მეშვიდე დღე
მეტად მუშა დღე იყო.
ვისაუბრეთ და განვიხილეთ მოსწავლის ნაშრომი, შეფასების რუბრიკა.
კარგი იყო და დისკუსიაც გაიმართა იმის შესახებ, როგორ უნდა მოვარგოთ მოსწავლეს
მისი შესაძლებლობების მიხედვით დავალებები, რომ შედეგი მივიღოთ. ...ჩემზე იტყვიან ალბათ სიბერემდე სწავლობსო.. სახლში დავალებებიც უნდა შევასრულო- დავისვამ გვერდით შვილიშვილებს ვიმუშავებსასწავლო პროექტის გეგმის დასრულებაზე.
ვსწავლობთ მოსწავლის ნაშრომის შექმნას,მოგვაწოდეს შაბლონი, შევეცდები მოსწავლეებს მივაწოდო ნაშრომის შექმნის გზები და მეთოდები.
გავეცანი ორლაინკავშირით მოსწავლეთა ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში.
Sunday, April 3, 2016
მეოთხე დღე. ისევ საინტერესო დღეა
განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,შეფასების დროის ჩარჩო.. ვიმუშავეთ პროექტზე. ეს პროექტი, მისი ცოდნა დამეხმარება მოსწავლეს გავუადვილო და საინტერესო გავხადო სწავლება. ტრენერის საუბარი დამაჯერებელია, საინტერესოა. ამიტომაც ეს რთული საკითხი ადვილი გეჩვენება,
ჩავინიშნეთ საშინაო დავალება - შეფასების მოკლე მონახაზი.....
თურმე რატომ ეცვლებათ სახე და ხასიათი მოსწავლეებს, როცა საშინაო წერილობით დავალებას ვაძლევ??!! {ამასაც გავითვალისწინებ}